вторник, 17 июня 2014 г.

მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.
გავეცანით დიფერენცირებული სწავლების 3 ტიპი: 1. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები.    2. არაქართულენოვანი მოსწავლეები.   3. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები.
ჩვენმა ჯგუფმა მოვარგეთ სავარჯიშო არაქართულენოვან მოსწავლეებს.
მოსწავლეების მხარდასაჭერად შევადგინეთ ელექტრონული სავარჯიშო.
შევიტანეთ ცვლილებები პროექტის შაბლონში დიფერენცირებულ სწავლებასთან დაკავშირებით.

გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.

понедельник, 16 июня 2014 г.

მეშვიდე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. შევქმენი შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.
მსმენელებმა გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევრები და დავდეთ კომანტარები.

суббота, 14 июня 2014 г.

მეექვსე დღე

მეოთხე მოდულის გაცნობის შემდეგ, უკეთესი წარმოდგენა შემექმნა,თუ რა თემატიკისა და უნარ-ჩვევების სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში.

ვნახეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.

მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით შევქმენით მათი სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკა.

суббота, 7 июня 2014 г.

მეხუთე დღე








ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ, პროექტებით სწავლის ხელშესაწყობად, მასწავლებლებს შეუძლიათ ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენება.
მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტ თანამშრომლობით რესურსები:
  • აზრების, იდეებისა და პროექტების გაზიარების მიზნით
  • ვებსაიტების ბმულების გაზიარების მიზნით
  • სხვისი აზრის გაგებისა და საკუთარი აზრების გაზიარებისთვის
  • სხვისი მასალების შეცვლის, განახლებისა და წაშლის მიზნით

მოცემულ მოდულში ინტერნეტის გამოყენების მრავალი გზა განიხილეთ. იფიქრეთ, როგორ შეძლებთ შემოთავაზებული რესურსების ინტეგრირებას ვენს თემაში.
ვისწავლეთ პოპულარული საძიებო სისტემების გამოყენება, როგორიცაა www.google.com, www.yahoo.com და www.msn.com 
bookmarks-ზე დავდეთ საჭირო ვებ-საიტები. 
ყურადღება გავამახვილეთ საავტორო უფლებების დაცვაზე და შევავსეთ შესაბამისი შაბლონი. 
გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და დავდეთ ბლოგზე.





воскресенье, 1 июня 2014 г.

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. 
ამ მოდულის საშუალებით შევავსეთ პროექტის შაბლონში- მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და
შეფასების დროის ჩარჩო.


суббота, 31 мая 2014 г.

მესამე დღე

განვიხილეთ მე3 კლასის სტანდარტები,  ინდიკატორები, გავწერეთ მიზნები და ამოცანები.ჩავწერეთ დოკუმნტში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.  შევადგინეთ პროექტის გეგმა ბლუმის ზმნების გამოყენებით.